საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ “ძლიერი საქართველოსა” და ISFED-ის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვა იმართება კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე. სარჩელი შეეხება ცესკო-ს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში მყოფი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობები აიღონ. ასევე, აკრძალულია შემდეგი ქმედებები: ამომრჩევლის […] The post საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ “ძლიერი საქართველოსა” და ISFED-ის სარჩელს განიხილავს appeared first on .

აპრ. 6, 2025 - 16:27
 0
საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ “ძლიერი საქართველოსა” და ISFED-ის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვა იმართება კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე.

სარჩელი შეეხება ცესკო-ს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში მყოფი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობები აიღონ.

ასევე, აკრძალულია შემდეგი ქმედებები:

ამომრჩევლის პირადობის მოწმობის გადაღება ან დამუშავება;
ვერფიკაციის აპარატზე ასახული მონაცემების დაფიქსირება;
აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრის გადაღება;
ამომრჩევლის მიერ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოგადაღება, ვიდეოფიქსაცია ან სხვა ფორმით დამუშავება.
სარჩელის ავტორების თქმით, აღნიშნული დადგენილება ზღუდავს არჩევნების გამჭვირვალობასა და დამკვირვებლების შესაძლებლობებს, რის გამოც მისი კანონიერების საკითხი სასამართლოს წარუდგინეს.

The post საქალაქო სასამართლო ცესკო-ს წინააღმდეგ “ძლიერი საქართველოსა” და ISFED-ის სარჩელს განიხილავს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow