საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს დინამო არენაზე გამართავს. საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, […] The post საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო appeared first on .

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს დინამო არენაზე გამართავს.
საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება. ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა ასაკის მაყურებელს და ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები“, – აღნიშნულია ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 აგვისტოს დაიწყება ბილეთების რეალიზაცია საქართველო-ბულგარეთის მატჩზე.
The post საქართველო – თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო appeared first on .
What's Your Reaction?






