"საქართველო მუდამ ჩემთან იქნება, მან ყველაფერი მომცა" - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია
ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც "პარი სენ-ჟერმენში" თამაშობს "სკაი სპორტის" იტალიურ ბიუროსთან ისაუბრა."ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთი შესაძლებლობა მომეცა, ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს. ჩემი გზა ძალიან გრძელი იყო და სირთულეებით სავსე, თუმცა ყველაფერი გადავლახე.საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ. მინდა, სამშობლოსთვის რაღაც გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია.ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. "ინტერთან" ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რამდენად ძლიერები არიან. თუ ჩემი რჩევა საჭირო იქნება, ყველაფერს ვეტყვი. ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ.მე, ფაბიან რუისსა და ჯანლუიჯი დონარუმას "ნაპოლი" ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, ისინი "სკუდეტოს" მოიგებენ და ეს ნეაპოლელებისთვის დიდი ზეიმი იქნება — მათ ტიტული ნამდვილად ეკუთვნით" – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ასეთი შესაძლებლობა მომეცა, ეს ახდენილ ოცნებას ჰგავს. ჩემი გზა ძალიან გრძელი იყო და სირთულეებით სავსე, თუმცა ყველაფერი გადავლახე.
საქართველო მუდამ ჩემთან იქნება. მან ყველაფერი მომცა და ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ. მინდა, სამშობლოსთვის რაღაც გავაკეთო, რადგან ჩვენთვის ასეთ დონეზე ასვლა რთულია.
ლუის ენრიკეს ჩემი დახმარება არ სჭირდება. "ინტერთან" ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რამდენად ძლიერები არიან. თუ ჩემი რჩევა საჭირო იქნება, ყველაფერს ვეტყვი. ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ.
მე, ფაბიან რუისსა და ჯანლუიჯი დონარუმას "ნაპოლი" ძალიან გვიყვარს. ვფიქრობ, ისინი "სკუდეტოს" მოიგებენ და ეს ნეაპოლელებისთვის დიდი ზეიმი იქნება — მათ ტიტული ნამდვილად ეკუთვნით" – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
What's Your Reaction?






