საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა

თელავში მიმდინარე 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს ბულგარეთი მე-2 შეხვედრაში 32:27 დაამარცხა

ივლ. 20, 2025 - 13:27
 0
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა
თელავში მიმდინარე 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს ბულგარეთი მე-2 შეხვედრაში 32:27 დაამარცხა.

აღნიშნული მიღწევით საქართველოს ნაკრებმა ტურნირი საბოლოოდ მეცხრე პოზიციაზე დაასრულა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ორი დღის წინ გაიმართა და ბულგარელებმა 4 ბურთით მოიგეს. მეორე მატჩში ქართველმა გოგონებმა მეტოქეს ხუთი ბურთით აჯობეს, ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow