„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბაზრის კვლევაზე ბიზნეს სესია გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 21 მაისს ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, გაიმართება ლექცია თემაზე – „ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი“, რომელსაც კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გაუძღვება. ლექცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ბიზნესისთვის ბაზარზე გამორჩეული პოზიცია იპოვონ. შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ […]

მაი. 19, 2025 - 11:57
 0
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბაზრის კვლევაზე ბიზნეს სესია გაიმართება

“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 21 მაისს ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, გაიმართება ლექცია თემაზე – „ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი“, რომელსაც კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ბიზნესისთვის ბაზარზე გამორჩეული პოზიცია იპოვონ. შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების სიღრმისეული კვლევა ბიზნესის დარეგისტრირებამდე. მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ბაზრის ეფექტური ანალიზისთვის, გაიგებენ კონკურენტების შესწავლის მეთოდებს და ხერხებს საკუთარი უპირატესობების აღმოსაჩენად.

ვასკა ჩუბინიძე ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:

  • რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების კვლევა?
  • რომელია ის გავრცელებული შეცდომები, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესები საწყის ეტაპზე უშვებენ?
  • როგორ შეისწავლოს კონკურენტები და კვლევის რომელ მეთოდებს შეიძლება მიმართოს მცირე ბიზნესმა, როცა შეზღუდული რესურსით ოპერირებს?
  • რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის სეგმენტაციასა და მომხმარებლის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრას?

შეხვედრა 21 მაისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავიარომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილიაბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაარომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებსრასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტებიგანვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებიშეთავაზებებიღონისძიებებისექტორული კვლევები თუ სხვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow