საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მზადება-განვითარებაზე ისაუბრა.
ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვითამაშებთ. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ასეთი დონის ტურნირზე მარტივი მეტოქე არ არსებობს. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რადგან მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ნაკრებების მუდმივი წინსვლა და განვითარება გვსურს.
რაც შეეხება განახლებულ სათამაშო ფორმებს, ყველას ძალიან მოგვწონს. ბევრი პოზიტიური და კარგი შეფასება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაისურები საბოლოოდ ყველას მოეწონება და შემდეგ მატჩებზე გულშემატკივრები ტრიბუნებზე ახალი მაისურებით შეიმოსებიან.
- თქვა იაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ფარერებთან 5 რიცხვში ითამაშებს, სამ დღეში კი კაბო ვერდეს მივიღებთ.