საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან  გამართა შეხვედრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად აშშ-ში თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნნენ. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ივნ. 19, 2025 - 18:27
 0
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან  გამართა შეხვედრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად აშშ-ში თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნნენ. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow