საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

15-16 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები - გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი შედიან.

აპრ. 14, 2025 - 20:27
 0
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

15-16 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები - გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი შედიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow