საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 7.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.8 მილიარდ ლარს მიაღწია
ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული. გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ზრდამ განსაკუთრებით პოზიტიურად იმოქმედა დინამიკურ პორტფელზე და ივნისის თვის ამონაგებმა 2.39% შეადგინა. ამავე […]


ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული.
გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ზრდამ განსაკუთრებით პოზიტიურად იმოქმედა დინამიკურ პორტფელზე და ივნისის თვის ამონაგებმა 2.39% შეადგინა. ამავე პერიოდში, დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ამონაგები, შესაბამისად 1.78% და 1.27% იყო. პორტფელებს შორის მთავარი განსხვავება საერთაშორისო აქციების პროპორციაა:
– დინამიკური – 49.1%
– დაბალანსებული – 31.0%
– კონსერვატიული – 16.7%
აღსანიშნავია, რომ ივნისის თვის ძლიერი შედეგების ფონზე, დინამიკური პორტფელი ლიდერობს. პორტფელების დაარსებიდან (2023 წლის 6 აგვისტო) დღემდე გაწლიურებულმა ამონაგებმა დინამიკური პორტფელისთვის 13.8% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 12.7% და 11.6% იყო.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ივნისის ბოლოსთვის 7.1 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.8 მილიარდ ლარს მიაღწია.
What's Your Reaction?






