საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მესამე მატჩის მოიგო 

ახალ ზელანდიაში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის ბე ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე მატჩში ბულგარეთი დამატებით დროში 8:7 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან სამი გოლი მაკარ ნიკიშანინმა გაიტანა, ნიკიტა ბუკიამ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო შაიბა ივან კარელინმა, კონსტანტინე გავრილენკომ და ბორის კოჩკინმა მიითვალეს. სამი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფს რვა ქულით ლიდერობს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 მაისს ტაივანის ნაკრებთან გამართავს.

მაი. 1, 2025 - 12:27
 0
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მესამე მატჩის მოიგო 

ახალ ზელანდიაში მიმდინარე ყინულის ჰოკეის მეორე დივიზიონის ბე ჯგუფის გუნდების მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამე მატჩში ბულგარეთი დამატებით დროში 8:7 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან სამი გოლი მაკარ ნიკიშანინმა გაიტანა, ნიკიტა ბუკიამ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო შაიბა ივან კარელინმა, კონსტანტინე გავრილენკომ და ბორის კოჩკინმა მიითვალეს. სამი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფს რვა ქულით ლიდერობს.

პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 მაისს ტაივანის ნაკრებთან გამართავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow