საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge

8 ივლისს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მსჯელობა ეხებოდა ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს ინიციირებულ რეზოლუციას, რომელაც კენჭს 9 ივლისს უყრიან. რეზოლუცია ემყარება 2023-24 წლების ევროკომისიის ანგარიშებს. ინიციირებიდან დღემდე მასში რამდენიმე შესწორება შევიდა. 8 ივლისის სხდომაზე რეზოლუციის ავტორმა, რასა იუკნევიჩიანემ ორი ზეპირი შესწორების შესახებ გნაცხადა: · პირველი ეხება ნეტგაზეთი/ბათუელების თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, მზია ამაღლობელს. “პატიმრობაში მყოფი […]

ივლ. 9, 2025 - 04:27
 0
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე •  Netgazeti.ge

8 ივლისს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. მსჯელობა ეხებოდა ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიანეს ინიციირებულ რეზოლუციას, რომელაც კენჭს 9 ივლისს უყრიან.
რეზოლუცია ემყარება 2023-24 წლების ევროკომისიის ანგარიშებს. ინიციირებიდან დღემდე მასში რამდენიმე შესწორება შევიდა. 8 ივლისის სხდომაზე რეზოლუციის ავტორმა, რასა იუკნევიჩიანემ ორი ზეპირი შესწორების შესახებ გნაცხადა:
· პირველი ეხება ნეტგაზეთი/ბათუელების თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, მზია ამაღლობელს.
“პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. მას მხედველობა ეკარგება. მას არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო დახმარება და პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება”, – განაცხადა იუკნევიჩიანემ.
· მეორე შესწორება ეხება რეზოლუციის პუნქტს, რომელშიც საუბარია საქართველოს ევროკავშირში ასოცირების შეთანხმებაზე. იუკნევიჩიანეს განცხადებით, ბოლო თვეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ეს პუნქტი უნდა გამკაცრდეს და მეტად შედეგზე ორიენტირებული გახდეს.
“ძალიან სამწუხარო, მაგრამ ალბათ შესაფერისი დამთხვევაა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმავე საღამოს, როდესაც მიმდინარეობს დებატები ბელარუსზე. ვის წარმოედგინა, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის მედროშე იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, იქნებოდა ლუკაშენკოს ტიპის ავტორიტარიზმის მატარებელი და რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ ბელორუსელებსა და ლუკაშენკოს ციხეზე, არამედ ქართველებსა და ს ციხეზე.
[…] ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტის წევრების, მათ შორის ევროკავშირის ელჩების წინააღმდეგ თავდასხმებმა მხოლოდ გაამყარა ჩვენი საერთო პოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ეს განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის შეხედულებებს. ჩვენ ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მათ მკაფიო სურვილს, გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანების გზა. რადგან სიტუაცია გაუარესდა აქტივების შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მომზადდა ახალი შესწორებები პრიორიტეტებისა და პარტიების მიხედვით, რომლებსაც გირჩევთ, მხარი დავუჭიროთ. შემოთავაზებული ძირითადი ცვლილებები მოიცავს ტექსტის განახლებას, რათა ასახავდეს ბოლო დროს განვითარებულ ყველაზე სერიოზულ მოვლენებს, კერძოდ, თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციური ლიდერის დაკავებას და პოლიტიკურად მოტივირებულ სასჯელებს, ასევე ცნობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნას”, – განაცხადა იუკნევიჩიანემ.
ამავე კონტექსტში მან ახსენა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება და თქვა, რომ “უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს”. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ენიჭებათ დემოკრატიულ ქვეყნებს და არა იმ რეჟიმს, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო მოქალაქეებს აპატიმრებს.
იუკნევიჩიამენ გაიხსენა რეზოლუციის პროექტში ერთ-ერთი ბოლო შესწორება, რომელიც ეხება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებს. ამ შესწორების მიხედვით, “მუნიციპალური ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და ინტენსიური საერთაშორისო დაკვირვების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ნამდვილად სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე პროცესს”. გარდა ამისა, დოკუმენტი “მოუწოდებს ოპოზიციას, გამოიყენოს ეს არჩევნები ქართველი ხალხის ერთობის ასახვისთვის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ”. თუმცა, უკვე 8 ივლისს გამართულ სესიაზე იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ “ოპოზიციის ძირითადი ლიდერების დაპატიმრების გამო, მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად”.
გარდა ამისა, იუკნევიჩანე გამოეხმაურა რეზოლუციის ტექსტში შესწორებას, რომლის ინიციატორები არიან “ქართული ოცნბეის” მხარდამჭერი “სუვერენულ ერთა ევროპის პოლიტიკური ჯგუფი” (ESM). ამ შესწორების მიხედვით, რეზოლუცია ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. იუკნევიჩანე ირწმუნება, რომ ამ შესწორებას ევროპარლამენტი მხარს არ დაუჭერს.
“მათმა [“ქართული ოცნების”] მეგობრებმა კრემლსა და ულტრამემარჯვენე ჯგუფებში, როგორიცაა ESM, შემოგვთავაზეს შესწორებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ ამას არ დავუჭერთ მხარს”, – განაცხადა იუკნევიჩიანემ.
· „ევროკავშირის მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოს ვითარების სიმძიმეს“ — მოხსენება
· რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში ადგილობრივ არჩევნებზე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow