საქართველოს შოკოლადის ექსპორტი შეუმცირდა, ხოლო იმპორტი გაუძვირდა (bm.ge)
წელს, იანვარ-აპრილში შოკოლადის ექსპორტი 38.5%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, 4 თვეში საქართველომ შოკოლადის ექსპორტიდან $2,9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და საერთაშორისო ბაზრებზე 496 ტონა შოკოლადი გაყიდა. ხოლო 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 807 ტონა შოკოლადი იყო და $4,3 მლნ შემოსავალს გულისხმობდა. აქედან საქართველოდან 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 180 ტონა რეექსპორტით გავიდა, დანარჩენი […]


წელს, იანვარ-აპრილში შოკოლადის ექსპორტი 38.5%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, 4 თვეში საქართველომ შოკოლადის ექსპორტიდან $2,9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო და საერთაშორისო ბაზრებზე 496 ტონა შოკოლადი გაყიდა. ხოლო 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 807 ტონა შოკოლადი იყო და $4,3 მლნ შემოსავალს გულისხმობდა. აქედან საქართველოდან 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 180 ტონა რეექსპორტით გავიდა, დანარჩენი $1.7 მლნ დოლარის ღირებულების 315 ტონა კი ადგილობრივი წარმოების შოკოლადი გავყიდეთ.
საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი წელს, 4 თვეში სომხეთია, სადაც ქვეყანამ 143 ტონა შოკოლადი გაყიდა და აქედან, $961 ათასის შემოსავალი მიიღო. ეს ბაზარი მთლიან შოკოლადის ექსპორტში 28.8%-იან წილს შეადგენს.
2025 წლის იანვარი-აპრილის შოკოლადის მთავარი საექსპორტო ბაზრები:
· სომხეთი – $961 ათასი, 143 ტონა;
· თურქეთი – $673 ათასი, 112 ტონა;
· ერაყი – $280 ათასი, 70 ტონა;
· უზბეკეთი – $353 ათასი, 48 ტონა;
· აზერბაიჯანი – $202 ათასი, 43 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, წელს 4 თვეში საქართველომ 6,390 ტონა შოკოლადი იყიდა, რაშიც $32,4 მლნ გადაიხადა. მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $27,2 მლნ-ის ღირებულების 6,946 ტონა შოკოლადი ჰქონდა შეძენილი.
წელს იმპორტირებული შოკოლადის მოცულობა 8%-ით შემცირდა, ღირებულება კი 19%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საიმპორტო ბაზრებზე შოკოლადი მნიშვნელოვნად გაძვირდა.
ქვეყნისთვის წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც საქართველომ 7.9 მლნ დოლარის ღირებულების 2,505 ტონა შოკოლადი შეიძინა. ის მთლიან შოკოლადის იმპორტში 39.2% წლის ფლობს.
საქართველოსთვის შოკოლადის TOP 10 იმპორტიორი ბაზარი (2025 წელი, 4 თვე):
· რუსეთი – $7,9 მლნ, 2,505 ტონა ;
· უკრაინა -$6,1 მლნ, 1,048 ტონა;
· თურქეთი – $3,4 მლნ, 606 ტონა;
· პოლონეთი -$2,9 მლნ, 410 ტონა;
· ხორვატია – $2,2 მლნ, 328 ტონა;
· ბელგია – $2,2 მლნ, 306 ტონა;
· იტალია – $1,1 მლნ, 242 ტონა;
· გერმანია – $1,5 მლნ, 205 ტონა;
· ნიდერლანდები – $1 მლნ, 160 ტონა;
· აზერბაიჯანი -$ 331 ათასი, 105 ტონა.
საგულისხმოა რუსეთის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია.
BM.GE გთავაზობთ რუსეთიდან შეძენილი შოკოლადის 5 წლის (2020-2024) სტატისტიკას:
· 2020 წელი: $21 მლნ, 9,422 ტონა;
· 2021 წელი: $25,7 მლნ, 10,935 ტონა;
· 2022 წელი: $32,4 მლნ, 10,184 ტონა;
· 2023 წელი: $29,2 მლნ, 9,315 ტონა;
· 2024 წელი: $29,8 მლნ, 9,680 ტონა.
მოცემული სტატისტიკური მაჩვენებლიდან დგინდება, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტის 3.9%-იანი ზრდა შეინიშნება, თუმცა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წელს, 1.9% გაძვირება ფიქსირდება.
What's Your Reaction?






