საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში მორიგი მატჩი გამართა და ბულგარეთი ანგარიშით 8:7 დაამარცხა. ამ ეტაპზე საქართველო ჯგუფს რვა ქულით ლიდერობს. მატჩები ახალ ზელანდიაში იმართება. ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები 2 მაისს ტაივანს, ხოლო 3 მაისს ტაილანდს დაუპირისპირდება. პირველადგილოსანი გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის […]

მაი. 1, 2025 - 10:57
 0
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში მორიგი მატჩი გამართა და ბულგარეთი ანგარიშით 8:7 დაამარცხა. ამ ეტაპზე საქართველო ჯგუფს რვა ქულით ლიდერობს. მატჩები ახალ ზელანდიაში იმართება.
ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიას 4:0 სძლიეს, ახალი ზელანდია კი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები 2 მაისს ტაივანს, ხოლო 3 მაისს ტაილანდს დაუპირისპირდება. პირველადგილოსანი გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow