საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მათგან 49 178 6 წლამდე, ხოლო 140 778 6-დან 18 წლამდე ასაკისაა. აღსანიშნავია ისიც, რომ საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების უმეტესობა რეგისტრირებულია თბილისში. რეგიონების მიხედვით საარსებო შემწეობის მიმღები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა: · თბილისი – 49 023; · გურია – […]

ივნ. 1, 2025 - 18:27
 0
საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მათგან 49 178 6 წლამდე, ხოლო 140 778 6-დან 18 წლამდე ასაკისაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების უმეტესობა რეგისტრირებულია თბილისში.
რეგიონების მიხედვით საარსებო შემწეობის მიმღები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:
· თბილისი – 49 023;
· გურია – 5 689;
· რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – 1 122;
· კახეთი – 17 497;
· იმერეთი – 19 936;
· მცხეთა-მთიანეთი – 3 656;
· სამეგრელო -ზემო სვანეთი -16 836;
· სამცხე ჯავახეთი – 5 005;
· ქვემო ქართლი – 37 352;
· შიდა ქართლი – 16 304;
· აჭარა – 17 536.
ინფორმაციისთვის, აპრილში, საქართველოში საარსებო შემწეობას სულ 237 797 ადამიანი იღებდა.
შენიშვნა: ფულადი ბენეფიტის მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „საარსებო შემწეობის“ მიღების უფლება.
წყარო: bpn.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow