"საქართველოში ამის ნახვისას კულტურული შოკი მივიღე" - რუსთავის იაპონელი ლეგიონერი
იაპონელი ფეხბურთელი იუტა ნაკანო უკვე მესამე წელია, რაც ქართულ ფეხბურთს ამდიდრებს. 26 წლის სპორტსმენი ქალაქ კაგავადან...

ფეხბურთის სიყვარულს იუტამ ბავშვობიდანვე დაიწყო – თამაში მხოლოდ სამწლისამ დაიწყო მამის, იაპონიაში ცნობილი პროფესიონალი ფეხბურთელის გავლენით. დღეს იუტა ამბობს, რომ ბავშვობის ოცნება აისრულა და უკვე ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონურ და ქართულ კულტურებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა, იუტა ადაპტაციას სწრაფად ახერხებს. როგორც თავად აღნიშნავს, თავიდან ყველაზე მეტად ის გაუკვირდა, რომ ქუჩაში მოწევა ნებადართულია – იაპონიაში ეს კატეგორიულად აკრძალულია და საზოგადოებრივი სივრცის ნორმები მკაცრად კონტროლდება. ეს იყო მისი პირველი კულტურული შოკი საქართველოში.
წყარო: ambebi.ge
What's Your Reaction?






