საქართველოში ეკონომიკური ზრდა წელს 5.5-6%-მდე შენელდება – IMF-ისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) უახლესი პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, მსოფლიო ბანკს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ით ზრდის მოლოდინი აქვს. IMF-ს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის (WEO) ბოლო, 25 აპრილის კვარტალური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა სამი წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდება, თუმცა ეკონომიკა კვლავ გაიზრდება – 6%-ით. ზრდის ტემპი მცირდება […]


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) უახლესი პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, მსოფლიო ბანკს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ით ზრდის მოლოდინი აქვს.
IMF-ს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის (WEO) ბოლო, 25 აპრილის კვარტალური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი წინა სამი წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდება, თუმცა ეკონომიკა კვლავ გაიზრდება – 6%-ით.
ზრდის ტემპი მცირდება მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებითაც – მსოფლიო ბანკის მოლოდინით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.5% იქნება.
ორივე წყაროს თანახმად, მომდევნო, 2026 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5%-ია.
საქსტატის მონაცემებით:
· 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს 6.3%-იანი რეცესია ჰქონდა.
· 2021 წელს, მსოფლიოში პოსტკოვიდური აღდგენის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა.
· 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ გადაწყობის, ასევე, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციისა და კაპიტალის შემოდინების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა.
· 2023 წელს ეკონომიკამ ზრდა განაგრძო – 7.8%-ით.
· 2024 წელს ზრდის ტემპი კვლავ გაიზარდა – მშპ-ის ზრდამ 9.4% შეადგინა.
· თუმცა საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 7.5 და 6.7%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოს – ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციებისა და დასავლეთთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის პარალელურად, – ეკონომიკური ზრდა შენელდა.
What's Your Reaction?






