საქართველოში სუიციდის მცდელობის ფაქტები 15%-ით გაიზარდა – სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
საქართველოში 2024 წელს სუიციდის მცდელობის 734 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 14.91%-ით მეტია – 637. აღნიშნულის შესახებ შსს-ს ოფიციალური მონაცემებიდან ვიგებთ. სუიციდის მცდელობათაგან 434 სიკვდილით დასრულდა, 300-ჯერ კი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. 2023 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 390 გახლდათ. 2024 წლის სუიციდის მცდელობების სტატისტიკა, რეგიონების მიხედვით: · თბილისი – 201 (27.47%) · იმერეთი – 106 (14.48%) […]


საქართველოში 2024 წელს სუიციდის მცდელობის 734 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 14.91%-ით მეტია – 637. აღნიშნულის შესახებ შსს-ს ოფიციალური მონაცემებიდან ვიგებთ.
სუიციდის მცდელობათაგან 434 სიკვდილით დასრულდა, 300-ჯერ კი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. 2023 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 390 გახლდათ.
2024 წლის სუიციდის მცდელობების სტატისტიკა, რეგიონების მიხედვით:
· თბილისი – 201 (27.47%)
· იმერეთი – 106 (14.48%)
· აჭარა – 92 (12.58%)
· სამეგრელო-ზემო სვანეთი – 82 (11.21%)
· ქვემო ქართლი – 74 (10.11%)
· კახეთი – 48 (6.56%)
· შიდა ქართლი – 39 (5.32%)
· მცხეთა-მთიანეთი – 30 (4.1%)
· სამცხე-ჯავახეთი – 29 (3.96%)
· გურია – 27 (3.69%)
· რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6 (0.82%)
2017-2024 წლების პერიოდში, საქართველოში ჯამურად 6 317 სუიციდის მცდელობა დაფიქსირდა და მათგან 3 254, ანუ 51.5%, სიკვდილიანობით დასრულდა.
წყარო: bpn.ge
What's Your Reaction?






