საქართველოში ღვინის ინდუსტრიას სისტემური გადახედვა სჭირდება – „მარანი ოდა“

მარტვილში მდებარე ტურისტული ობიექტის „მარანი ოდა“ დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ღვინის ინდუსტრიას სისტემური გადახედვა სჭირდება და განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საშუალო მეწარმეებზე უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა. „ღვინის დარგის დიზაინი უნდა შეიცვალოს. თუ ბაზარი ბუნებრივად განვითარდება და არა ხელოვნურად წახალისებული ინდუსტრიის ხარჯზე, გაცილებით მეტი მცირე და საშუალო მეღვინეობა […]

ივნ. 14, 2025 - 04:27
 0
საქართველოში ღვინის ინდუსტრიას სისტემური გადახედვა სჭირდება – „მარანი ოდა“

მარტვილში მდებარე ტურისტული ობიექტის „მარანი ოდა“ დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ღვინის ინდუსტრიას სისტემური გადახედვა სჭირდება და განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საშუალო მეწარმეებზე უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
„ღვინის დარგის დიზაინი უნდა შეიცვალოს. თუ ბაზარი ბუნებრივად განვითარდება და არა ხელოვნურად წახალისებული ინდუსტრიის ხარჯზე, გაცილებით მეტი მცირე და საშუალო მეღვინეობა გაჩნდება“, – ამბობს ის და დასძენს, რომ ნიშური პროდუქცია უნდა გახდეს ქვეყნის მთავარი ღვინის სტრატეგია და არა დიდი ინდუსტრიული.
ნინიძის თქმით, ქართული ღვინის წარმატება ხშირად მარკეტინგული რესურსების გარეშეც ხდება შესაძლებელი, რაც თავად „მარანი ოდა“-ს გამოცდილებამაც აჩვენა. მისი ინფორმაციით, მარკეტინგულ აქტივობებში მას და მის კოლეგა მეღვინეებს რესურსი ფაქტობრივად არ ჩაუდიათ: “პირადად ჩემს მეღვინეობაზე მეუბნებიან, რომ 12 ბაზარზე რომ გავდივარ, ალბათ მარკეტინგულ აქტივობებში დიდი რესურსი მაქვს ჩადებული. დაუჯერებელია, მაგრამ არც მე და არც ჩვენს ბევრ კოლეგას მარკეტინგულ აქტივობებში არანაირი რესურსი არ ჩაუდია. მონაწილეობას გარკვეულ გამოფენებში ვიღებდით, ისიც საქართველოში. ადამიანები აქ სპეციალურად ჩამოდიოდნენ, რომ ქართული ღვინო ექსპორტზე გაეტანათ“, – თქვა მან.
ქეთო ნინიძე კონკურენტულ ბაზარზეც საუბრობს, მისი ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე რთული მდგომარეობაა. გარკვეულ ბაზრებზე ღვინის მოხმარება შემცირდა, ზოგ ბაზრებზე კი ძალიან მაღალია გადასახადი, რაც ღვინოს თაროზე მნიშვნელოვნად აძვირებს.
„ახლა პატარა მარნებს შორისაც კი კონკურენცია შეინიშნება, რაც მსოფლიო ბაზარზე ღვინის გაყიდვების შემცირებითაა განპირობებული. ასევე, ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან მაღალია გადასახადები და ძალიან ძვირდება ქართული ღვინის ფასი თაროზე. ზოგ ქვეყანაში კი ქართულ ღვინოს აქვს ძალიან ძვირის იმიჯი.
მართალია ქართული ღვინის ხელშეწყობაზე სახელმწიფო ფულს ხარჯავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტია დასახარჯი. იგივე ის თანხები რაც სუბსიდიაში მიდის, მეღვინეობების ხელოვნურად გაძლიერებაზე, რომლებიც ს ბაზარზე დამოკიდებულებას ზრდიან, ამის ნაცვლად რომ იყოს მცირე და საშუალო მეღვინეობების წახალისება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებით, თუნდაც ყურძნის შეძენით, იქნებოდა გაცილებით წარმატებული დარგი და გაცილებით ნაკლები რესურსი დასჭირდებოდა ჩვენი ღვინის მარკეტინგულად სწორად წარდგენას, სხვადასხვა ბაზრებზე ცნობადობის ამაღლებას“, – ამბობს მეწარმე.
„მარანი ოდას“ დამფუძნებელი ხაზს უსვამს ჩინეთის ბაზარზე განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებს, რაზედაც სახელმწიფო დიდი ხანია მუშაობს და დიდ თანხებსაც ხარჯავს. ნინიძე დაინტრესებულია, რა ამონაგები მოიტანა ამ ბაზარზე დახარჯულმა თანხებმა : „მოსაკვლევია, რამდენად აქვს ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დიდი რესურსის დახარჯვის ფუფუნება“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow