“საჩუქარი “ბოსებს” – რა მოხდა წაღვლი-ჩორჩანის ტყეში რეალურად 2019 წელს და რისი მიღწევა სურს “წულუკიანის კომისიას”
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა: 2019 წლის იანვარში წაღვლი-ჩორჩანის ტყეში აღმოვაჩინეთ მარკირება სატყეო გზებზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობდა ჩვენს კონტროლირებად მხარეს. მარკირება ნიშნავდა იმას, რომ რუსები ემზადებოდნენ ამ ტერიტორიის მისატაცებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ორივე პასუხისმგებელი სტრუქტურა – სუსი და შსს. რეაქცია იყო აგდებული, დავიცინეთ და ტროლების შემოსევაც მივიღეთ პასუხად. თუმცა, ჩვენ არ […] The post “საჩუქარი “ბოსებს” – რა მოხდა წაღვლი-ჩორჩანის ტყეში რეალურად 2019 წელს და რისი მიღწევა სურს “წულუკიანის კომისიას” appeared first on .

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
2019 წლის იანვარში წაღვლი-ჩორჩანის ტყეში აღმოვაჩინეთ მარკირება სატყეო გზებზე, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობდა ჩვენს კონტროლირებად მხარეს.
მარკირება ნიშნავდა იმას, რომ
რუსები ემზადებოდნენ ამ ტერიტორიის მისატაცებლად.აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ორივე პასუხისმგებელი სტრუქტურა – სუსი და შსს.
რეაქცია იყო აგდებული, დავიცინეთ და ტროლების შემოსევაც მივიღეთ პასუხად.
თუმცა, ჩვენ არ გავჩერდით და კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება წარვუდგინეთ საზოგადოებას.
საბოლოო შედეგი კი დადგა ის, რომ
2019 წლის 23 აგვისტოდან ჩორჩანის ტყეში ჩაიდგა სამი საგუშაგო, რომლებმაც დაიცვეს 3 სტრატეგიული მნიშვნელობის ტალკის საბადო, რომელთა მიმართ რუსები თავის მონა-სეპარატისტებთან ერთად დღემდე გამოხატავენ დიდ ინტერესს.ამის შემდეგ რუსები შემოიჭრნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და დაამონტაჟეს ღობეები ჩვენს მიერ აღმოჩენილი მარკირებული გზების გასწვრივ.
ვფიქრობ,ამ სამი საგუშაგოს ჩადგმა სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არასრული.
საჭირო იყო ასევე დამატებით, მინ 2 საგუშაგოს ჩადგმა წაღვლის ტყეში, სადაც დღეს უკვე ასევე 3 რუსული საგუშაგოა განთავსებული.
ჩორჩანა-წაღვლის ტყე წარმოადგენს რუსების მიერ შემუშავებული ახალი საოკუპაციო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომელზეც ჩვენ რამდენიმე წელია ვსაუბრობთ და რომლის არსებობაც ჩვენ დავამტკიცეთ ვიდეო მტკიცებულებით.
ჩორჩანას ტყეში განლაგებული ქართული საგუშაგოები უკვე მეექვსე წელია წარმოადგენენ რუსებისთვის
დაუძლეველ წინაღობას, თუმცა IPRM ის შეხვედრებზე ამ საკითხის პერმანენტულად დაყენების იქეთ ვერ მიდიან.ჩემი სუბიექტური შეფასება და ვარაუდი ამ კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ ეს საკითხი ქოცკომისიამ ხელოვნურად წამოწია იმისთვის, რომ საბოლოოდ გააუქმოს ეს საგუშაგოები და “საჩუქარი” გაუკეთოს თავის ბოსებს კრემლში.
ჩორჩანის საგუშაგოს ჩადგმა გახლავთ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც ქართულმა მხარემ გამოიჩინა პრინციპულობა და შეეცადა დაეცვა ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებული ნაწილი.
შეგახსენებთ, რომ 4 რეგიონიდან, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპაციის ხაზს, მხოლოდ შიდა ქართლში დგას შესაბამისი პოლიციური დანაყოფი, ხოლო მცხეთა-მთიანეთი, ზემო იმერეთი და ზემო რაჭა აბსოლუტურად მიტოვებულია და ამ რეგიონებში არსებული ოკუპაციის ხაზი წარმოადგენს რუსების სრული კონტროლის ზონას.
(პერევში და ოძისში განლაგებულია ორი გამშვები პუნქტი)ასე რომ, ეს კომისია და ზოგადად ქოცბანდა, ზრუნავს მხოლოდ რუსების ინტერესებზე და არა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციაზე.

The post “საჩუქარი “ბოსებს” – რა მოხდა წაღვლი-ჩორჩანის ტყეში რეალურად 2019 წელს და რისი მიღწევა სურს “წულუკიანის კომისიას” appeared first on .
What's Your Reaction?






