"სეზონის დასაწყისიდანვე ყველა ტურნირის მოგებას ვუმიზნებდით" - დეკუ ბარსელონაზე

ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ კლუბი სამივე ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს...

აპრ. 22, 2025 - 14:27
 0
"სეზონის დასაწყისიდანვე ყველა ტურნირის მოგებას ვუმიზნებდით" - დეკუ ბარსელონაზე
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ კლუბი სამივე ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს და არცერთზე არ აპირებს უარის თქმას.

"სეზონის დასაწყისიდანვე მიზანი ნათელი იყო – ყველა ტურნირის მოგება. ამ ეტაპზე გუნდი კარგ ფორმაშია, თავდაჯერებულია და თითქმის ყველა მოთამაშე მზადაა", – განაცხადა დეკუმ.

მან ასევე დაადასტურა, რომ პოლონელი მეკარე ვოიცეხ შჩესნი გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება:

"შჩესნის დიდი გამოცდილება აქვს და ვიცოდით, რომ ბევრის მოცემა შეეძლო. ის მომდევნო სეზონშიც ჩვენი შემადგენლობის ნაწილი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ერთდროულად იბრძვის ლა ლიგის, ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow