სენაკის მერმა ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მლნ ლარზე მეტის ტენდერი მოაგებინა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ბიძისა და ბიძაშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს 38 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მუნიციპალური ტენდერები მოაგებინა. TI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მერის ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ – სააქციო საზოგადოება „არქეოპოლისმა“, ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტისგან ჯამში 32.2 მლნ-ს ლარის ღირებულების 17 ტენდერში გაიმარჯვა. ორგანიზაციის თქმით, […] The post სენაკის მერმა ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მლნ ლარზე მეტის ტენდერი მოაგებინა – TI appeared first on .

მაი. 19, 2025 - 22:27
 0
სენაკის მერმა ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მლნ ლარზე მეტის ტენდერი მოაგებინა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ბიძისა და ბიძაშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს 38 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მუნიციპალური ტენდერები მოაგებინა.

TI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მერის ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ – სააქციო საზოგადოება „არქეოპოლისმა“, ვახტანგ გადელიას მერად არჩევის შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტისგან ჯამში 32.2 მლნ-ს ლარის ღირებულების 17 ტენდერში გაიმარჯვა.

ორგანიზაციის თქმით, ამ ტენდერებიდან 14 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია, ხოლო დარჩენილ 3 ტენდერში მისი ერთადერთი კონკურენტი შპს „ინდიკო“ იყო – კომპანია, რომელიც მერის ბიძაშვილს, იოსებ გადელიას ეკუთვნის.

TI აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა რისკებს უჩენს კეთილსინდისიერ კონკურენციასა და საჯარო რესურსების გამჭვირვალე განკარგვას.

„ბოლო 3,496,606 ლარის ღირებულების ერთი ტენდერი სს „არქეოპოლისმა“ 2025 წლის მაისში მოიგო. რაც შეეხება შპს „ინდიკოს“ – გადელიას მერად არჩევის შემდეგ ამ კომპანიამ 5,845,170 ლარის ღირებულების 3 ტენდერში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გადელია წარსულში თავადაც იყო სს „არქეოპოლისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო მისი მოადგილე, ნანა ზარანდია, ამ კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ამ კავშირებზე წარსულშიც არაერთხელ დავწერეთ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ვერ (ან არ) აღმოაჩინა მასში კორუფციის შესაძლო ნიშნები.

სწორედ ზემოაღნიშნული კავშირები, კონკურენციის ფაქტობრივი არარსებობა და ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ კომპანიაზე მორგებული სატენდერო პირობები აჩენს კითხვებს კორუფციასთან, შესყიდვების სამართლიანობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სენაკის მერიის ტენდერები წარმოაჩენს სისტემურ პრობლემებს, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია 1996 წელს არის შექმნილი და ჯამში 163,7 მლნ ლარის ტენდერები აქვს მოგებული. აქედან, გამარტივებული შესყიდვის გზით 8.8 მლნ ლარის.

არქეოპოლისი “ქართული ოცნების” შემწირველია. 2023 წლის სექტემბერში კომპანიამ მმართველ პარტიას 76 000 ლარი შესწირა.

The post სენაკის მერმა ბიძისა და ბიძაშვილის კომპანიებს 38 მლნ ლარზე მეტის ტენდერი მოაგებინა – TI appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow