სენატორი, ჯერი მორანი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საჭირო აღჭურვილობა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად (ვიდეო)

რესპუბლიკელი სენატორი, ჯერი მორანი (Jerry Moran): „უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საჭირო აღჭურვილობა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად.“ „აშშ-მა უნდა გააგრძელოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მოწინააღმდეგეებს დავანახოთ, რომ ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ და რომ დემოკრატიაზე თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.“ „პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა სამშვიდობო შეთანხმების დადებას, მაგრამ პუტინმა ნათლად წარმოაჩინა, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. […]

ივლ. 12, 2025 - 04:57
 0
სენატორი, ჯერი მორანი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საჭირო აღჭურვილობა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად (ვიდეო)
რესპუბლიკელი სენატორი, ჯერი მორანი (Jerry Moran):
???? „უნდა დავრწმუნდეთ, რომ ს აქვს საჭირო აღჭურვილობა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მოსაპოვებლად.“
????-მა უნდა გააგრძელოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მოწინააღმდეგეებს დავანახოთ, რომ ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ და რომ დემოკრატიაზე თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.“
???? „პრეზიდენტი ტრამპი ცდილობდა სამშვიდობო შეთანხმების დადებას, მაგრამ პუტინმა ნათლად წარმოაჩინა, რომ მას მშვიდობა არ აინტერესებს. თუ დიქტატორს ძალით საზღვრების შეცვლის უფლებას მივცემთ, როგორი გზავნილი იქნება ეს სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში გვიყურებენ- მათ შორის საუბარია ჩინეთზეც, ეს სისუსტის სიგნალია, რომელიც ახალ აგრესიას შეუწყობს ხელს და საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს მთელ მსოფლიოში”.
???? “თუ პუტინი უკრაინაში არ შეაჩერეს, მნიშვნელოვნად გაიზრდება რუსეთსა და ნატოს რომელიმე მოკავშირის პირდაპირი დაპირისპირების ალბათობა და ეს ნიშნავს ბევრად უფრო დიდ ხარჯებს — არა მხოლოდ რესურსების მხრივ, არამედ შესაძლოა ამერიკელების სიცოცხლეების თვალსაზრისითაც.“
???? „უკრაინელებმა წარმოუდგენელი სიმამაცე და გამძლეობა აჩვენეს. ისინი იბრძვიან თავიანთ თავისუფლებასთვის და ამით იცავენ იმ პრინციპებს, რომლითაც საფუძველი უდევს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას”.
???? „ჩვენი პასუხი იმაზე, რასაც უკრაინაში და მსოფლიოში ვხედავთ, უნდა იყოს მეტი შესაძლებლობის შექმნა და გარანტია იმისა, რომ გვექნება გამძლე ინდუსტრიული ბაზა, რომელსაც შეეძლება გაუმკლავდეს ყველა შესაძლო საფრთხეს, რაც ახლა, ან მომავალში შეიძლება აშშ-ს წინაშე წარმოიშვას.“
???? „უკრაინის დახმარებით ჩვენ ვავსებთ ჩვენს არსენალებს ახალი, უფრო თანამედროვე აღჭურვილობით და ვაჩვენებთ ამერიკულ ლიდერობას გლობალურ არენაზე”.


What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow