სერბმა სტუდენტებმა, პროტესტის არასათანადოდ გაშუქების გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელები გადაკეტეს
ასეულობით სტუდენტმა ბელგრადში საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTS-ის) შენობის შესასვლელები გადაკეტა. ანალოგიურ ბლოკადას დემონსტრანტებმა მიმართეს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი სადშიც. სტუდენტები, რომლებიც სერბეთის მთავრობის გადადგომას ითხოვენ, აცხადებენ, რომ შესასვლელები გადაკეტილი იქნება, სულ მცირე, 22 საათის განმავლობაში. დემონსტრანტებმა პროტესტის ამ ფორმას მიმართეს მას შემდეგ, რაც ორშაბათის ახალი ამბების გამოშვებას ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ესტუმრა. ...

What's Your Reaction?






