„სესხის კაპიტალად კვალიფიცირება – საგადასახადო რისკები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში“
10 ივლისს, 2025 წელს, გრანთ თორნთონმა და ანდერსენ საქართველომ, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) თანამშრომლობით, თბილისში გამართეს დისკუსია თემაზე: „სესხის კაპიტალად კვალიფიცირება – საგადასახადო რისკები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში“. ღონისძიება მიზნად ისახავდა საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში სესხების კაპიტალად კლასიფიკაციის ახალი საგადასახადო პრაქტიკის განხილვას, რომელიც სულ უფრო მეტად აისახება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ჯგუფების საქმიანობაზე. დისკუსია დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებს, რეგულაციათა […]


10 ივლისს, 2025 წელს, გრანთ თორნთონმა და ანდერსენ საქართველომ, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) თანამშრომლობით, თბილისში გამართეს დისკუსია თემაზე:
„სესხის კაპიტალად კვალიფიცირება – საგადასახადო რისკები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში სესხების კაპიტალად კლასიფიკაციის ახალი საგადასახადო პრაქტიკის განხილვას, რომელიც სულ უფრო მეტად აისახება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ჯგუფების საქმიანობაზე. დისკუსია დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებს, რეგულაციათა ინტერპრეტაციის შესაძლო რისკებსა და მათ გავლენას საგადასახადო დაგეგმვაზე.
ღონისძიების ფარგლებში, გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების დირექტორმა, ქეთევან ღამბაშიძემ და ანდერსენ საქართველოს საგადასახადო და საკონსულტაციო პრაქტიკის ხელმძღვანელმა, ლაშა ადამაშვილმა წარადგინეს თემატური პრეზენტაცია. ამის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა.
ღონისძიებამ გახსნა სივრცე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ღია დიალოგისთვის, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე რეგულაციები, მათი ინტერპრეტაციები და ის ძირითადი გამოწვევები, რასაც ბიზნესი აწყდება აღნიშნულ მიმართულებაში.
ქეთევან ღამბაშიძე – გრანთ თორნთონის საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი
დღეს ჩვენ ვმართავთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ისახავს მიზნად სესხის კაპიტალად კვალიფიცირების ახალი კრიტერიუმების განხილვას. ეს მნიშვნელოვანი ნორმატიული ცვლილებაა და ჩვენი მიზანია ბიზნესისთვის ღია და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა, რომელიც ქართულ ბიზნეს-გარემოს ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებას უწყობს ხელს.
ლაშა ადამაშვილი – ანდერსენ საქართველოს საგადასახადო და საკონსულტაციო პრაქტიკის ხელმძღვანელი
მოხარული ვარ, რომ მოგვეცა ამ ღონისძიების თანაორგანიზების შესაძლებლობა. მსგავსი შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საგადასახადო გარემო ქვეყანაში იყოს უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი. შეხვედრის ფარგლებში ჩვენს კოლეგებთან, ბიზნესის და საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ საერთაშორისო დაბეგვრასთან დაკავშირებული ერთ-ერთი აქტუალური თემა – სესხის კაპიტალად კვალიფიცირება. შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და ვფიქრობ, რომ შეხვედრის შედეგები საშუალებას მისცემს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და თავიდან აირიდონ მოულოდნელი საგადასახადო რისკები.
„ევროპული ბიზნეს ასოციაცია“ (EBA) 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია; ახორციელებს ევროპული ბიზნესის ადვოკატირებას საქართველოში და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას.
გრანთ თორნთონ“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 73,000-მდე თანამშრომელი, 150-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
Andersen Georgia დამოუკიდებელი ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების გლობალური ასოციაციის წევრია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კლიენტებს სთავაზობს უმაღლესი დონის იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და საკონსულტაციო მომსახურებას. ანდერსენი საქართველოში პირველი რეგიონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის ოფისებიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ანდერსენის მაღალკვალიფიციური გუნდი კონსულტაციას უწევს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საინვესტიციო ფონდებს, სამთავრობო სტრუქტურებსა და სახელმწიფო საწარმოებს. ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით, ანდერსენის გუნდი ქმნის მორგებულ, ინოვაციურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სრულად პასუხობს თითოეული კლიენტის უნიკალურ საჭიროებებს.”
What's Your Reaction?






