სილვას ბენფიკაში დაბრუნება რეალურია - ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი ბერნარდო სილვა ზაფხულში შესაძლოა პორტუგალიაში დაბრუნდეს და კარიერა იქ გააგრძელოს...

სანდო წყაროების მიხედვით, ფეხბურთელსა და პორტუგალიურ გრანდს შორის უკვე შედგა წინასწარი კონტაქტი, სადაც სამწლიან ხელშეკრულებაზე იმსჯელეს. თავად ბერნარდოსაც სურს დაბრუნება სამშობლოში და თანახმაა „ბენფიკას“ შეთავაზებაზე.
თუ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დაბრუნება თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში — ბერნარდო სახლში ბრუნდება, უკვე გამოცდილი და ტიტულებით დატვირთული ვარსკვლავის სტატუსით.
What's Your Reaction?






