"სიმეონეს ნათქვამი კვარაზე სრული სიმართლეა" - არგენტინელს ქართველზე ნათქვამი მოუწონეს

"სიმეონეს ნათქვამი კვარაზე სრული სიმართლეა" - არგენტინელს ქართველზე ნათქვამი მოუწონეს

ივნ. 20, 2025 - 04:26
 0
"სიმეონეს ნათქვამი კვარაზე სრული სიმართლეა" - არგენტინელს ქართველზე ნათქვამი მოუწონეს
უეფას საკლუბო ტურნირზე "ატლეტიკო მადრიდისათვის" დამარცხებით დასრულებული მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ყურადღება ფინანსურ უთანასწორობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტოპკლუბების წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვნად რთულდება მაშინ, როცა კლუბებს ერთმანეთისგან მილიარდობით ევრო აშორებთ.

სიმეონეს შეხედულებას მხარს უჭერს მისი ყოფილი შეგირდი, მარიო სუარესი, რომელმაც ხაზი გაუსვა "პარი სენ-ჟერმენის" ბოლო ტრანსფერულ სტრატეგიას და ხვიჩა კვარაცხელიას იანვარში გაფორმებას, როგორც მაგალითს:

"სიმეონეს არასდროს სჩვევია წუწუნი და რაც თქვა, სრული სიმართლეა. ყველამ ვნახეთ, რა დონის ფეხბურთელი მოიყვანა პსჟ-მ კვარას სახით. როგორც ჩემთვის ცნობილია, მის ტრანსფერს პერსონალურად ლუის ენრიკე ითხოვდა, ხოლო ალ-ხელაიფიმ ყველაფერი უმოკლეს დროში მოაგვარა“ — აღნიშნა სუარესმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე:

„ბევრი ფეხბურთელი გახსენდებათ, რომლის სანაცვლოდ ზამთარში 70 მილიონი გადაიხადეს? პსჟ-სთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, პარიზელებმა ატლეტიკოს ყველა კომპონენტში აჯობეს.“

პარიზულ კლუბს ფინანსურად სტაბილური და ამბიციური პროექტი აქვს, რომლის მთავარი მიზანიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ საფეხბურთო ბრენდად ჩამოყალიბებაა. ხვიჩა კვარაცხელია ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი შენაძენია — როგორც ტექნიკური უნარების, ასევე კომერციული და მარკეტინგული ღირებულების თვალსაზრისით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow