სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა - აირჩიეს ახალი პაპი
8 მაისს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ კონკლავმა ახალი პაპი აირჩია. თეთრი კვამლით აჩვენებენ, რომ 133 კარდინალისაგან შემდგარმა კოლეგიის ორმა მესამედმა მაინც მხარი ერთ კანდიდატს დაუჭირა და რომის 267-ე პაპის ვინაობა განსაზღვრა. პაპის ვინაობასა და მის მიერ აღებულ საპაპო სახელს უახლოეს საათებში გამოაცხადებენ ფრაზით: Habeus Papam - გვყავს პაპი. კონკლავი 7 მაისს შეიკრიბა. პირველი კენჭისყრა იმავე დღეს ჩატარდა - კვამლი შავი იყო. კონკლავმა პაპი მეოთხე სესიაზე...

What's Your Reaction?






