სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან, ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს – დონალდ ტრამპი

სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან, ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს – დონალდ ტრამპი ისინი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან და კიდევ დიდხანს იმეგობრებენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებამდე განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, […]

აგვ. 9, 2025 - 02:27
 0
სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან, ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს – დონალდ ტრამპი

სომხეთი და აზერბაიჯანი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან, ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ურთიერთობები, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს –
ისინი 35 წელი იბრძოდნენ, ახლა მეგობრები არიან და კიდევ დიდხანს იმეგობრებენ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებამდე განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, სომხეთიც და აზერბაიჯანი დიდხანს მიდიოდნენ ამისკენ და ბევრჯერ ეგონათ, რომ შეთანხმება შეძლეს, თუმცა ეს აქამდე ვერ მოხდა.
მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდენ, თუმცა წარუმატებლად ევროკავშირიც, ც.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ თეთრ სახლში ამ ისტორიული მშვიდობის სამიტზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მინდა, მივულოცო ამ ორ შორსმჭვრეტელ ადამიანს, პრემიერ-მინისტ ნიკოლ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომ ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა ხელი მოეწერათ ამ მნიშვნელოვანი დეკლარაციისთვის. ახლახან ვიმყოფებოდით ოვალურ კაბინეტში, სადაც ხელი მოვაწერეთ მოცულობით დოკუმენტებს და შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს. სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამო შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ვაჭრობა, მოგზაურობა, დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ, იცხოვრონ და იმუშაონ ერთად, რაც შესანიშნავია.
„ჩვენ ასევე მოვაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხი, ეს დეკლარაცია, რასაც მათ ჩემს საპატივცემულოდ უწოდეს „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ადგენს, რომ საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, სრული წვდომა ჰქონდეს ნახიჩევანის მის ტერიტორიაზე, ამავდროულად, სრულად პატივი სცეს სომხეთის სუვერენიტეტს. ასე რომ, ისინი შეძლებენ იცხოვრონ და იმუშაონ ერთად. ეს შესანიშნავია. სომხეთი ასევე ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას აშშ-თან, რომელიც შესაძლოა, 99 წლამდე გაგრძელდეს და შემდეგ კიდევ გვპირდებიან გაგრძელებას. ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. მათ ძალიან სურთ ამ ორ ქვეყანაში შესვლა და ბევრი ფულის დახარჯვა, რაც ეკონომიკურად სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას. ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
წყარო: 1tv.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow