„სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სხვა ეტაპზე გადადის“ – ნონა ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს: „სოციალურ ქსელებში გამოხატვის შეზღუდვის ტენდენციები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ასეთი საქმე სულ რამდენიმე იყო, როდესაც პირი სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრებების გამო დასაჯეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა საიამ სტრასბურგშიც გაასაჩივრა. ეს საქმე უკვე დაკომუნიცირებულია. სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ახლა სხვა ეტაპზე გადადის. ამას მოწმობს ,,ქართული ოცნების” […] The post „სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სხვა ეტაპზე გადადის“ – ნონა ქურდოვანიძე appeared first on .

ივნ. 6, 2025 - 16:57
 0
„სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სხვა ეტაპზე გადადის“ – ნონა ქურდოვანიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სოციალურ ქსელებში გამოხატვის შეზღუდვის ტენდენციები რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ასეთი საქმე სულ რამდენიმე იყო, როდესაც პირი სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრებების გამო დასაჯეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა საიამ სტრასბურგშიც გაასაჩივრა. ეს საქმე უკვე დაკომუნიცირებულია.
სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ახლა სხვა ეტაპზე გადადის. ამას მოწმობს ,,ქართული ოცნების” საჩივარი, რომელიც წარადგინეს მოქალაქეების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტების/კომენტარების გამო.
თუ სოციალურ ქსელებში გამოხატული კრიტიკული აზრი არ შეიცავს მყისიერ საფრთხეს სხვა ადამიანისთვის, მუქარას, არ არის ძალადობრივი, ასეთ დროს გამოხატვის უფლებაში ჩარევა დაუშვებელია“

The post „სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სხვა ეტაპზე გადადის“ – ნონა ქურდოვანიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow