სოხუმის აეროპორტში პირველ რეისებს შეასრულებენ სანქცირებული „ЮВТ АЭРО“ და „Икар“
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვების დაწყებაზე. უწყების ინფორმაციით, 3 მაისისთვის დაგეგმილია პირველი რეისი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით, ფრენას შეასრულებს ავიაკომპანია „ЮВТ АЭРО“ (UVT AERO). 6 მაისიდან კი ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია „Икар-ი" (Ikar). მანამდე გახდა ცნობილი, რომ "როსავიაციამ" ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვიდან ფრენის ნებართვა მისცა...

What's Your Reaction?






