“სრულიად შემთხვევით ისტორიული კადრი გადაგვიღია”- ვრცელდება ნიკო ფალიანის უკანასკნელი კადრები

ცნობილი ბლოგერი, ფოტო და ვიდეოგრაფი, გიორგი ჯობავა სვანეთში მოგზაურობის დროს გადაღებული ვიდეოს ერთ- ერთ ფრაგმენტს აქვეყნებს და წერს, რომ სრულიად შემთხვევით, უშბაზე ტრაგიკულად დაღუპვამდე ცნობილი მთამსვლელისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის უშბაზე უკანასკნელი ექსპედიცია გადაიღო.“დილიდან ძალიან რთულ ემოციებში ვარსრულიად შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია – ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე.გუშინ ღამე გვერდზე დავდე ჩემი სვანეთში მოგზაურობის ვიდეო. მალევე მომწერა ახლობელმა, რომ პირდაპირ ჩანს ნიკოს ასვლა უშბაზეო. მომენტალურად გავოგნდი, ვერ გავიაზრე.მე ვიცოდი, რომ ეს დიდი ტრაგედია იმ ღამეს მოხდა და ამას ვიდეოშიც ვამბობ, მაგრამ პირდაპირ თუ ჩანდა არ დავკვირვებივარ, ამდენ ვარსკვლავებში და ნათებებში არ მივაქციე ყურადღება უშბაზე ფანრებით ცოცვას.შემდეგ მოვაახლოვეთ კადრი კარგ რეზოლუციაში და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა…ძალიან რთული და უცხო შეგრძნებაა იმის გააზრება, რომ იმ ღამეს, ერთ მხარეს ამხელა ტრაგედია დატრიალდა და მეორე მხრიდან შენ ამ ყველაფერს იღებდი…ვიდეოშიც ვამბობ, რომ ამ ღამის გალაქტიკის კადრებს ვუძღვნი ნიკოს ხსოვნას და ცალკეც მოვჭერი ეს ვიდეო, რომ ცალკე ვიდეოდ იყოს, ჩემი პირადი კადრების გარეშე…მე ნიკოს არ ვიცნობდი პირადად, თუმცა, ნანახი მქონდა მისი საოცარი ვიდეოები სრიალის და ა.შ. და, როგორც ყველა ისე მეც ვამაყობდი, რომ ქართველი იყო და ასეთი იყო…ეძღვნება ნიკოს ხსოვნას.” – წერს გიორგი ჯობავა

ივნ. 7, 2025 - 13:56
 0
“სრულიად შემთხვევით ისტორიული კადრი გადაგვიღია”- ვრცელდება ნიკო ფალიანის უკანასკნელი კადრები
ცნობილი ბლოგერი, ფოტო და ვიდეოგრაფი, გიორგი ჯობავა სვანეთში მოგზაურობის დროს გადაღებული ვიდეოს ერთ- ერთ ფრაგმენტს აქვეყნებს და წერს, რომ სრულიად შემთხვევით, უშბაზე ტრაგიკულად დაღუპვამდე ცნობილი მთამსვლელისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის უშბაზე უკანასკნელი ექსპედიცია გადაიღო.

“დილიდან ძალიან რთულ ემოციებში ვარ

სრულიად შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია – ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე.

გუშინ ღამე გვერდზე დავდე ჩემი სვანეთში მოგზაურობის ვიდეო. მალევე მომწერა ახლობელმა, რომ პირდაპირ ჩანს ნიკოს ასვლა უშბაზეო. მომენტალურად გავოგნდი, ვერ გავიაზრე.

მე ვიცოდი, რომ ეს დიდი ტრაგედია იმ ღამეს მოხდა და ამას ვიდეოშიც ვამბობ, მაგრამ პირდაპირ თუ ჩანდა არ დავკვირვებივარ, ამდენ ვარსკვლავებში და ნათებებში არ მივაქციე ყურადღება უშბაზე ფანრებით ცოცვას.

შემდეგ მოვაახლოვეთ კადრი კარგ რეზოლუციაში და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა…

ძალიან რთული და უცხო შეგრძნებაა იმის გააზრება, რომ იმ ღამეს, ერთ მხარეს ამხელა ტრაგედია დატრიალდა და მეორე მხრიდან შენ ამ ყველაფერს იღებდი…

ვიდეოშიც ვამბობ, რომ ამ ღამის გალაქტიკის კადრებს ვუძღვნი ნიკოს ხსოვნას და ცალკეც მოვჭერი ეს ვიდეო, რომ ცალკე ვიდეოდ იყოს, ჩემი პირადი კადრების გარეშე…

მე ნიკოს არ ვიცნობდი პირადად, თუმცა, ნანახი მქონდა მისი საოცარი ვიდეოები სრიალის და ა.შ. და, როგორც ყველა ისე მეც ვამაყობდი, რომ ქართველი იყო და ასეთი იყო…

ეძღვნება ნიკოს ხსოვნას.” – წერს გიორგი ჯობავა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow