სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა
სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამმხრივი შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი […]


სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამმხრივი შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ : აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თურქეთში აშშ-ის ელჩი ტომ ბარაკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და მასპინძელი ქვეყნის – თურქეთის – საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.
What's Your Reaction?






