სტეფანო პიოლი ფიორენტინაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა

სტეფანო პიოლი ოფიციალურად დაბრუნდა „ფიორენტინაში“ და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელე პალადინო შეცვალა....

ივლ. 13, 2025 - 19:57
 0
სტეფანო პიოლი ფიორენტინაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა
სტეფანო პიოლი ოფიციალურად დაბრუნდა „ფიორენტინაში“ და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელე პალადინო შეცვალა. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და მუშაობას ახლავე შეუდგება.

პიოლისთვის „ფიორენტინა“ ნაცნობი გარემოა — იგი კლუბს 2017-2019 წლებში უკვე წვრთნიდა, ხოლო როგორც ფეხბურთელი, „იების“ მაისური 1989-1995 წლებში ატარა. მისი დაბრუნება გულშემატკივრებისთვის მორიგი შანსია, რომ გუნდმა ძველი იდენტობა და სტაბილურობა აღიდგინოს.

ბოლო სამუშაო ადგილი პიოლისთვის საუდის არაბეთის „ალ-ნასრი“ იყო. წარსულში ის არაერთ ცნობილ იტალიურ კლუბს წვრთნიდა, მათ შორის არიან „მილანი“, „ლაციო“, „ინტერი“ და სხვები. მისი გამოცდილება „ფიორენტინას“ ახალი წარმატებების იმედს აძლევს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow