სტივ უიტკოფი – ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვსაუბრობთ – საუბრები იმედისმომცემია
ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „საუბრები იმედისმომცემია. იმედიანად ვართ განწყობილი. დროა, მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანელებთან ერთად დავსხდეთ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა. მისი თქმით, ირანთან ბირთული მოლაპარაკებების განახლების შესახებ საუბარი, როგორც პირდაპირ, ისე შუამავლების […]


ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„საუბრები იმედისმომცემია. იმედიანად ვართ განწყობილი. დროა, მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანელებთან ერთად დავსხდეთ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.
მისი თქმით, ირანთან ბირთული მოლაპარაკებების განახლების შესახებ საუბარი, როგორც პირდაპირ, ისე შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს.
„დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
What's Your Reaction?






