სტივ უიტკოფის შეთავაზება დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფ გზად რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემას უსახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უიტკოფის აზრით, უკრაინაში ომის დასრულების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთისთვის გადაცემას.აღნიშნული იდეა მან გასულ თვეს საჯაროდაც გააჟღერა. თავის მხრივ, სააგენტო წერს რომ უკრაინა ამ პოზიციას არაერთხელ შეეწინააღმდეგა.უიტკოფის პოზიციას ეწინააღმდეგება რუსეთისა და უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, რომელიც აღნიშნავს, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს დათანხმდება ამ 4 ოლქის სრულად დათმობას რუსეთისვის.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფ გზად რუსეთისთვის ოთხი უკრაინული ოლქის გადაცემას უსახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უიტკოფის აზრით, უკრაინაში ომის დასრულების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთისთვის გადაცემას.აღნიშნული იდეა მან გასულ თვეს საჯაროდაც გააჟღერა.
თავის მხრივ, სააგენტო წერს რომ უკრაინა ამ პოზიციას არაერთხელ შეეწინააღმდეგა.უიტკოფის პოზიციას ეწინააღმდეგება რუსეთისა და უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, რომელიც აღნიშნავს, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს დათანხმდება ამ 4 ოლქის სრულად დათმობას რუსეთისვის.
What's Your Reaction?






