სტუ-ის დოქტორანტი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილი პროფესორების მენტორობით მიღებული ცოდნა და უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ, – ამის შესახებ სტუ-ის დოქტორანტი ლაშა ყაველაშვილი აცხადებს. მისივე ცნობით, ლაშა ყაველაშვილმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2009 წელს დაასრულა, 2023 წელს – მაგისტრატურა, ამჟამად კი, დოქტორანტურაში წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს, […]

აპრ. 23, 2025 - 12:57
 0
სტუ-ის დოქტორანტი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდილი პროფესორების მენტორობით მიღებული ცოდნა და უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ, – ამის შესახებ სტუ-ის დოქტორანტი ლაშა ყაველაშვილი აცხადებს.
მისივე ცნობით, ლაშა ყაველაშვილმა სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2009 წელს დაასრულა, 2023 წელს – მაგისტრატურა, ამჟამად კი, დოქტორანტურაში წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს, პარალელურად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს.
როგორც დოქტორანტი აცხადებს, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის პროფესიულ ჩამოყალიბებასა და კარიერულ განვითარებაში, რადგან სწორედ უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ჩართულობით კომპანიაში სტაჟირება გაიარა, მუშაობა დაიწყო და, აკადემიური ხარისხის ამაღლებასთან ერთად, თანამდებობრივი წინსვლა შეძლო.
„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტორანტს, რომელმაც თავის ალმა-მატერში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებიც გაიარა, ღრმად მქონდა გააზრებული ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც წყლის მომარაგების სისტემები მშენებლობის სექტორში ასრულებენ. ამ სფეროს განვითარება აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ამ მიმართულებით განვითარების მაღალ სტანდარტს იძლევა. ეს დარგი ურბანული განვითარების ხერხემალს წარმოადგენს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვასა და ცხოვრების საერთო ხარისხზე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილი აკადემიური გზა მნიშვნელოვნად დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში. უნივერსიტეტმა მომცა მტკიცე თეორიული საფუძველი ჰიდრავლიკურ ინჟინერიაში, გარემოს დაცვაში და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებში. პრაქტიკული სწავლების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და ინდუსტრიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით, რეალურ სამყაროში ჩემი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა მომეცა, რამაც გააუმჯობესა ჩემი უნარები და გააღრმავა ჩემი ცოდნა წყლის ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, გამოცდილი პროფესორების ხელმძღვანელობით უახლესი ინდუსტრიული ტენდენციების გაცნობა დამეხმარა იმ აუცილებელი უნარების გამომუშავებაში, რასაც ჩემს სამუშაო გარემოში წარმატებით ვიყენებ. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებული და ამჟამად დოქტორანტი, მადლიერი ვარ მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის და იმისთვის, რომ სწავლასთან ერთად, ახლაც ვაგრძელებ ჩემი პროფესიული გზის ფორმირებას და სურვილი მაქვს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო დარგის განვითარებაში“, – აცხადებს ლაშა ყაველაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow