სუბიმენდის დაიმატებენ, პარტეის კი დაიტოვებენ - არსენალის გეგმები
მარტინ სუბიმენდი კლუბს დაემატება, პარტეი კი დარჩენასთან საკმაოდ ახლოსაა

როგორც ირკვევა, ინგლისური კლუბი რეალ სოსიედადს სუბიმენდის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაუხდის, ესპანელი ნახევარმცველი კი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.
გარდა ამისა, არსენალი უახლოვდება ტომას პარტეისთან ხელშეკრულების განახლებას, რომელსაც კლუბმა სარფიანი წინადადება უკვე გაუგზავნა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნახევარდაცვის რგოლიდან კლუბს ჟორჟინიო დატოვეს, რომელმაც გეზი ფლამენგოსკენ აიღო.
What's Your Reaction?






