სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა.  მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სოციალური პროექტების განხორციელების შედეგად, 2,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სრულიად უსასყიდლო, კეთილმოწყობილი, გარემონტებული ბინებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. "სიახლე გვაქვს სოციალური პროექტების მიმართულებით ქედის მუნიციპალიტეტში. მალე დავიწყებთ, მიმდინარეობს უკვე წინასატენდერო პროცედურები - მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ას ეკომიგრანტ ოჯახზე. ასევე მოგეხსენებათ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სოციალური სახლების მშენებლობა: ქობულეთში 126 ოჯახი მიიღებს ბინას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კი - 114 ოჯახი. საერთო ჯამში, სოციალური პროექტების დასრულების შემდეგ, 2 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი თუ ეკომიგრანტი უზრუნველყოფილი იქნებიან კეთილმოწყობილი, გარემონტებული ბინებით - სრულიად უსასყიდლოდ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მათ სოციალურ მდგომარეობასა და ფონს. ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით თუ ხანძრით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ორ მილიონ ნახევარი ლარი იქნა გამოყოფილი. ჩვენი მუნიციპალიტეტების - ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის, შუახევის - 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს. ჯამში, 2025 წელს 7 მილიონ ნახევარი ლარი იქნა გამოყოფილი ჩვენი მოსახლეობის -სოციალურად დაუცველი თუ ეკომიგრანტი ოჯახების - დასახმარებლად, საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და კეთილმოწყობისთვის. 700-მდე ოჯახი მიიღებს მატერიალურ კომპენსაციას," - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ივლ. 30, 2025 - 14:57
 0
სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა

სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაამახვილა. 

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სოციალური პროექტების განხორციელების შედეგად, 2,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და ეკომიგრანტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სრულიად უსასყიდლო, კეთილმოწყობილი, გარემონტებული ბინებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

"სიახლე გვაქვს სოციალური პროექტების მიმართულებით ქედის მუნიციპალიტეტში. მალე დავიწყებთ, მიმდინარეობს უკვე წინასატენდერო პროცედურები - მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ას ეკომიგრანტ ოჯახზე. ასევე მოგეხსენებათ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სოციალური სახლების მშენებლობა: ქობულეთში 126 ოჯახი მიიღებს ბინას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კი - 114 ოჯახი. საერთო ჯამში, სოციალური პროექტების დასრულების შემდეგ, 2 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი თუ ეკომიგრანტი უზრუნველყოფილი იქნებიან კეთილმოწყობილი, გარემონტებული ბინებით - სრულიად უსასყიდლოდ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მათ სოციალურ მდგომარეობასა და ფონს.

ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით თუ ხანძრით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ორ მილიონ ნახევარი ლარი იქნა გამოყოფილი. ჩვენი მუნიციპალიტეტების - ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქედის, შუახევის - 205 ოჯახი მიიღებს შესაბამის თანხებს. ჯამში, 2025 წელს 7 მილიონ ნახევარი ლარი იქნა გამოყოფილი ჩვენი მოსახლეობის -სოციალურად დაუცველი თუ ეკომიგრანტი ოჯახების - დასახმარებლად, საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და კეთილმოწყობისთვის. 700-მდე ოჯახი მიიღებს მატერიალურ კომპენსაციას," - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow