სულხან თამაზაშვილმა და არჩილ ჩიქოვანმა რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად განახლდება სანიაღვრე და ენერგოინფრასტრუქტურა. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კომპანია ინტენსიური დატვირთვით ასრულებს, უახლოეს პერიოდში დასრულდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად განახლდება სანიაღვრე და ენერგოინფრასტრუქტურა.
მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოები, რომელსაც რამდენიმე კომპანია ინტენსიური დატვირთვით ასრულებს, უახლოეს პერიოდში დასრულდება.
What's Your Reaction?






