სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის 3 მილიონ 319 ათასამდე უფასო ვაქცინაცია/რევაქცინაცია განახორციელა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკურ და სავალდებულო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს. მათ შორის: l თურქული- 1,207,500 (515 113-მსხვილფეხა,692 387-წვრილფეხა) l ჯილეხი-501 147 (296 000-მსხვილფეხა,200 440 -წვრილფეხა) […]

სექ. 4, 2025 - 23:27
 0
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის 3 მილიონ 319 ათასამდე უფასო ვაქცინაცია/რევაქცინაცია განახორციელა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკურ და სავალდებულო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს. მათ შორის:
l თურქული- 1,207,500 (515 113-მსხვილფეხა,692 387-წვრილფეხა)
l ჯილეხი-501 147 (296 000-მსხვილფეხა,200 440 -წვრილფეხა)
l ცოფი- 234 214
l ბრუცელოზი- 126 094(106,585-მსხვილფეხა,19 509-წვრილფეხა)
l წვრილფეხა პირუტყვის ყვავილი -294 678
l წვრილფეხა პირუტყვის ჭირი- 954 781
სააგენტოს ვეტერინარების მიერ ცხოველთა ჯანმრთელობა ყველა მუნიციპალიტეტში კონტროლდება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველების ბაზრებში, ზაფხულის და ზამთრის საძოვრებზე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებებით ან ცხოველთა მოწამვლა/მოშხამვებით გამოწვეული მასიური სიკვდილიანობის ფაქტი.
ვაქცინაციის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში, მკაცრად აკონტროლებს სასაკლაოებს, აგრარულ ბაზრებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მათ შორის ხორცის და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის განთავსებას და რეალიზაციას.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათი-განსაკუთრებით კი მაღალი რისკის-შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში , სადაც სურსათი არის მიკვლევადი, დაცულია შენახვისა და რეალიზაციის შესაბამისი პირობები და ტემპერატურული რეჟიმი. უმნიშვნელოვანესია, ბაზარზე განთავსებულ ხორცს ჰქონდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა-2). დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 15-01“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow