“სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ პირველებმა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ” – მეცოლა

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ უნგრეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი რჩება და სწორედ ამიტომ მოუწოდეს მათ პირველებმა “საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ”. “ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ბოლო-ბოლო, ეს არის მუდმივი განგრძობადი სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული. როგორც დემოკრატიულად არჩეული […] The post “სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ პირველებმა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ” – მეცოლა appeared first on .

მაი. 12, 2025 - 14:26
 0
“სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ პირველებმა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ” – მეცოლა

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ უნგრეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი რჩება და სწორედ ამიტომ მოუწოდეს მათ პირველებმა “საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ”.

“ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ბოლო-ბოლო, ეს არის მუდმივი განგრძობადი სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული. როგორც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წარმომადგენლებზე, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა და ამბიციური მიზნების დასახვა, როგორც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობებისთვის, ისე ევროპისთვის.

სწორედ ამ მიზნით ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ პირველებმა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ და სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში და და სწორედ ამიტომ დავუჭერთ მხარს დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ყველაზე მკაფიო და ცალსახა დასკვნებს, იმის შესაბამისად, რაც ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ ყველა ჩვენს დასკვნებში და ჩვენს შეხვედრებზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ,” – განაცხადა მეცოლამ.

The post “სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ პირველებმა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ” – მეცოლა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow