„ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს“ – ნახეთ, ერთი თვის ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში, –  ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. „ივნისის დასაწყისი ცოტა წვიმიანია, 5 ივნისიდან, შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში, მცირე ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება და შედარებით არამდგრადი ამინდი, 12 ივნისამდე ფიქსირდება. კვირის დასაწყისში, ტემპერატურა შედარებით დაბალია 27 გრადუსამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო თვის ბოლოსკენ +30, +32 გრადუსი […] The post „ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს“ – ნახეთ, ერთი თვის ამინდის პროგნოზი appeared first on .

ივნ. 6, 2025 - 12:27
 0
„ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს“ – ნახეთ, ერთი თვის ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში, –  ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

„ივნისის დასაწყისი ცოტა წვიმიანია, 5 ივნისიდან, შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში, მცირე ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება და შედარებით არამდგრადი ამინდი, 12 ივნისამდე ფიქსირდება.

კვირის დასაწყისში, ტემპერატურა შედარებით დაბალია 27 გრადუსამდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო თვის ბოლოსკენ +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

იქითა კვირიდან საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება +32, +33 გრადუსამდე.

თვის პროგნოზით, ივნისის თვის საშუალო ტემპერატურად, დასავლეთ საქართველოს დაბლობისთვის და აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა მოსალოდნელია +27 გრადუსი. მთიან რაიონებში, 19, 21, გრადუსი.

ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება, დასავლეთ საქართველოში, +33, +36 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, +35, +38 გრადუსამდე.

წვიმიანი ამინდები ნაკლებად იქნება, ზოგადად მთლიანი ივნისის თვის მიმოხილვით, გეტყვით, რომ ნალექი ნაკლებია და უმეტესად უნალექო ამინდები გველის“, – ამბობს  ხათუნა ქოქოსაძე.

The post „ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს“ – ნახეთ, ერთი თვის ამინდის პროგნოზი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow