"ტკივილის მიუხედავად, მაინც ბევრს ვარჯიშობდა" - რას წერს უოტფორდი ჩაკვეტაძეზე

როგორც იცით, გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა გაუმიზეზდა და ფეხბურთის თამაშს რამდენიმე თვით ვერ შეძლებს

აგვ. 17, 2025 - 22:27
 0
"ტკივილის მიუხედავად, მაინც ბევრს ვარჯიშობდა" - რას წერს უოტფორდი ჩაკვეტაძეზე
როგორც იცით, გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა გაუმიზეზდა და ფეხბურთის თამაშს რამდენიმე თვით ვერ შეძლებს.

აი, რას წერს უოტფორდის პრესსამსახური ქართველ ფეხბურთელზე:

გიორგი ჩაკვეტაძე მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობდა სპორტდარბაზში. ის ასრულებდა როგორც ძალისმიერ, ისე აღდგენით ვარჯიშებს, რათა ფორმა შესაძლებლობის ფარგლებში შეენარჩუნებინა, მიუხედავად ტერფის ძვლის რთული ტრავმით გამოწვეული ტკივილისა.

- წერს კლუბი.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე სექტემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow