ტოტენჰემმა ებერეჩი ეზესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

ლონდონის „ტოტენჰემი“ უახლოეს დღეებში „კრისტალ პალასიდან“ ებერეჩი ეზეს შეიძენს. 27 წლის თავდამსხმელმა კლუბთან პირადად 2030 წლის...

აგვ. 17, 2025 - 22:27
 0
ტოტენჰემმა ებერეჩი ეზესთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა
ლონდონის „ტოტენჰემი“ უახლოეს დღეებში „კრისტალ პალასიდან“ ებერეჩი ეზეს შეიძენს. 27 წლის თავდამსხმელმა კლუბთან პირადად 2030 წლის ზაფხულამდე კონტრაქტზე შეთანხმება გააფორმა, ახლა კი მხარეებს შორის მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკება.

ებერეჩი „კრისტალ პალასში“ 2020 წლიდან ასპარეზობს, სადაც 167 მატჩში 39 გოლი გაიტანა და ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო. მანამდე ის ქპრ-სა და „უიკომბის“ გუნდებში თამაშობდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow