ტრამპი და პუტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა. როდის შედგება შეხვედრა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა “არც ისე შორეულ მომავალში” გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარმა კარგად ჩაიარა და ის საათზე მეტხანს გაგრძელდა. “ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს […] The post ტრამპი და პუტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან appeared first on .

თებ. 13, 2025 - 10:27
 0
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა.

როდის შედგება შეხვედრა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა “არც ისე შორეულ მომავალში” გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარმა კარგად ჩაიარა და ის საათზე მეტხანს გაგრძელდა. “ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს ომი, ეს ომი კატასტროფაა,” – ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მშვიდობა და ომის დასრულება ვლადიმერ პუტინსაც სურს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს ადასტურებს კრემლიც, სადაც აცხადებენ, რომ პუტინი და ტრამპი მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია.

ომის დასრულების შესახებ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტრამპს ზელენსკისთანაც.

The post ტრამპი და პუტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow