ტრამპის გუნდმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე წინადადება შეიმუშავა
აშშ-ის პრეზიდენტის გუნდმა დონალდ ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე წინადადება შეიმუშავეს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, წყაროები არ აკონკრეტებენ, რას მოიცავს ეს ზეწოლა და რა არის ჩაწერილი წინადადებებში – გადაწყვეტილების საბოლოო მიმღები დონალდ ტრამპია. გამოცემა წერს, რომ ეს წინადადებები ვლადიმერ პუტინის გაჭიანურებული მოლაპარაკებების კონტექსტში მომზადდა. კიდევ ერთი გამოცემა Politico წერს, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, […] The post ტრამპის გუნდმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე წინადადება შეიმუშავა appeared first on .

აშშ-ის პრეზიდენტის გუნდმა დონალდ ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე წინადადება შეიმუშავეს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, წყაროები არ აკონკრეტებენ, რას მოიცავს ეს ზეწოლა და რა არის ჩაწერილი წინადადებებში – გადაწყვეტილების საბოლოო მიმღები დონალდ ტრამპია.
გამოცემა წერს, რომ ეს წინადადებები ვლადიმერ პუტინის გაჭიანურებული მოლაპარაკებების კონტექსტში მომზადდა.
კიდევ ერთი გამოცემა Politico წერს, რომ მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, აშშ შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრობს. გამოცემის ტექსტი დაკონკრეტებულია, რომ თეთრი სახლი კვლავ ორად არის გაყოფილი იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ.
Politico-ს ორი წყარო ამბობს, რომ ვაშინგტონის რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მიდგომა, შესაძლოა, რთულ გადაწყვეტილებებს მოიცავდეს, მათ შორის კრემლზე პირდაპირი ზეწოლის განხორციელებას.
“მეტი სანქციები იქნება შემდეგი ნაბიჯი. თუ პრეზიდენტს ამ გზით წასვლა სურს”, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
The post ტრამპის გუნდმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე წინადადება შეიმუშავა appeared first on .
What's Your Reaction?






