ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა – თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შესახებ. დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი „ორივე ქვეყნის ლიდერებით სულ უფრო იმედგაცრუებულია“. შემდეგ მან თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა […] The post ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა – თეთრი სახლი appeared first on .

აპრ. 28, 2025 - 20:27
 0
ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა – თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შესახებ.

დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი „ორივე ქვეყნის ლიდერებით სულ უფრო იმედგაცრუებულია“.

შემდეგ მან თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა სურს“ და პუტინის მიერ „ზავის“ შესახებ დღეს გამოცხადებულ განცხადება ახსენა.

„მას [ტრამპს] სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა. როგორც მე მესმის, პუტინმა დღეს დილით დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა, რომ მას სურს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა – პირველ რიგში, მკვლელობების შესაჩერებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად“, – თქვა ლევიტმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი „ოპტიმისტურად არის განწყობილი“ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის მიმართ, ის ასევე „რეალისტია: ორივე ლიდერი უნდა დაჯდეს მაგიდასთან, რათა იპოვოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, – აღნიშნა ლევიტმა.

პუტინმა უკრაინასთან 3-დღიანი ზავი გამოაცხადა

The post ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა – თეთრი სახლი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow