ტური 12: "დინამო თბილისმა", "ტორპედომ" და "გარეჯმა" მოიგეს, "გაგრა" -"დინამო ბათუმი" ფრედ მორჩა
ტური 12: დინამო თბილისმა, ტორპედომ და გარეჯმა მოიგეს, გაგრა-დინამო ბათუმი ფრედ დამთავრდა

დინამო თბ 3:0 კოლხეთი 1913
საწყის 15 წუთში თბილისელებს უკვე ორბურთიანი ფორა ჰქონდათ. ჯერ მათე ვაწაძემ გაიტანა თავურით, მერე კი თორნიკე მორჩილაძემ გამოიყენა ვალერიან გვილიას პასი და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
მესამე გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გავიდა: კონტრშტევა, ოთარ აფციაურის კარგი პასი და ნოდარ ლომინაძის ტექნიკურად შესრულება - 3:0. ეს ნოდარის პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მანამდე ფოთელებს გაუძევეს ფეხბურთელი, კერძოდ, სულეიმან მეიტე ლომინაძეს ეუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
დინამო თბილისი მეოთხე ადგილზეა, ხოლო კოლხეთი 1913 - მერვეზე.
გარეჯი 2:1 სამგურალი
საგარეჯოელებმა რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2:1 აჯობა წყალტუბოს სამგურალს.
პირველ ტაიმში კამერუნელმა ფრანსია ეკონგოლომ გამოიყენა ბადრი გოგობერიშვილის პასი და დაბალ კუთხეში დარტყმით გახსნა ანგარიში.
63-ე წუთზე სამგურალმა გიორგი ფანცულაიას გოლით გაათანაბრა. მშვენიერი კომბინაცია იყო. სხვათა შორის, ფანცულაია სამი წუთის შესული იყო მინდორზე.
გავიდა ერთი წუთი და გარეჯი ისევ წინ გავიდა. ლევან პაპავამ მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. საგარეჯოელები ისევ ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ სხვა გუნდებს მიუახლოვდნენ: აი, მეექვსეადგილოსან სამგურალს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
თელავი 1:3 ტორპედო
ქუთაისელებმა სტუმრად დაამარცხეს თელავი და მეხუთე ადგილზე არიან. აი, თელაველებს კი ცუდი სერია აქვთ: ბოლო ექვს ტურში მხოლოდ ერთი გოლი და ქულაც ერთი.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი ტორპედომ 11-წუთიან მონაკვეთში სამჯერ გაიტანა. ჯერ ბიორნ იონსენმა შეასრულა ლამაზი თავური: ალეკო ბასილაძის ჩაწოდების შემდეგ.
მერე ისევ თავურით გატანილი ვნახეთ, კერძოდ, ცოტნე ფაცაციას ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა მერაბ გიგაურის ზუსტი დარტყმა. მესამე ბურთი კი პაატა ღუდუშაურმა მიითვალა იონსენის კარგი გადაცემის შემდეგ...
თელავმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა: ტატო ჟივიძემ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში - 1:3.
გაგრა 1:1 დინამო ბთ
ზედიზედ სამი წაგების მერე, გაგრამ პირველი ქულა აიღო: ფრე დინამო ბათუმთან.
41-ე წუთზე გაგრა ბრაზილიელმა პედრო ბორჟესმა დააწინაურა, სწრაფი შეტევა, გეგეჭკორის პასი და ბორჟესის დაბალ კუთხეში დარტყმა - 1:0.
დინამო ბათუმმა 90-ე წუთზე გაათანაბრა და კვლავ გაიტანა ესპანელმა ჯალენ ბლესამ. მოგერიებულ ბურთს მომენტალურად მიაყოლა ძლიერი დარტყმა და 1:1. ზედიზედ 8 მატჩია, ბლესას ან გოლი გააქვს, ან საგოლე პასს აკეთებს. 7 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა სიაში პირველზეა.
დინამო ბათუმი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაუმარცხებელია: 6 მოგება, 6 ფრე. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება იბერია 1999-ს. გაგრა კი მეშვიდეზეა.
What's Your Reaction?






