“ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიციები, რომლებზეც უცხოელების დასაქმება გარდაუვალია” – მაია წერეთელი
“მაია წერეთელი მიიჩნევს, რომ საქართველოში არის პოზიციები, რომლებზეც უცხოეთის მოქალაქეთა დასაქმება ბიზნესისთვის აუცილებელია”, – ამის შესახებ KMS Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა “ოცნების” პარლამენტის მიერ “შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების შეფასებისას ისაუბრა. “როდესაც ასეთი კანონის ფორსირება ხდება, აუცილებლად უნდა გადავხედოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ტურიზმის მიმართულებით, გვაქვს პოზიციები, სადაც უცხოელების დასაქმება თითქმის გარდაუვალია; […]


“მაია წერეთელი მიიჩნევს, რომ საქართველოში არის პოზიციები, რომლებზეც უცხოეთის მოქალაქეთა დასაქმება ბიზნესისთვის აუცილებელია”, – ამის შესახებ KMS Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა “ოცნების” პარლამენტის მიერ “შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების შეფასებისას ისაუბრა.
“როდესაც ასეთი კანონის ფორსირება ხდება, აუცილებლად უნდა გადავხედოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ტურიზმის მიმართულებით, გვაქვს პოზიციები, სადაც უცხოელების დასაქმება თითქმის გარდაუვალია; მაგალითად, ტექნიკურ პოზიციებზე. ნომრების მართვის სისტემა მოიცავს ისეთი ტიპის ტექნოლოგიებს და დანადგარებს, რომლებთანაც ადგილობრივ ბაზარზე მომზადებული კადრები არც რაოდენობრივად გვყოფნის და არც მათი მომზადების დონეა საკმარისი. საუბარია ისეთ ძვირად ღირებულ დანადგარებზე, რომლებთანაც პატარა შეცდომის დაშვებამაც შესაძლოა მილიონამდე ზარალზე გაიყვანოს ინვესტორი. თუკი ვამბობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე არ გვინდა გარკვეულ პროფესიებზე უცხოელი კადრების მოზიდვა, მაშინ მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა გვიმზადებდეს ისეთ კადრებს, რომლებითაც მათი ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება. ამ ეტაპზე ეს სიტუაცია არ გვაქვს”, – აღნიშნა მაია წერეთელმა.
What's Your Reaction?






