ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა

ბათუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას უმასპინძლებს. რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა  შერატონში ოფიციალურად გაიხსნება. წელს მასში 6 ქვეყნის 90-ი ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე, ტრადიციულად 4 სეზონის იმიტაციით წარმოდგენილი იქნება ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. შესაბამისად გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში გაეცნონ აჭარას, როგორც ზღვის, ისე მთის კურორტს. საერთაშორისო გამოფენა კომპანია ექსპო ბათუმის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობაა.

მაი. 9, 2025 - 12:27
 0
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა

ბათუმი დღეიდან სამი დღის განმავლობაში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენას უმასპინძლებს. რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა  შერატონში ოფიციალურად გაიხსნება. წელს მასში 6 ქვეყნის 90-ი ტურისტული კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე, ტრადიციულად 4 სეზონის იმიტაციით წარმოდგენილი იქნება ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

შესაბამისად გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში გაეცნონ აჭარას, როგორც ზღვის, ისე მთის კურორტს.

საერთაშორისო გამოფენა კომპანია ექსპო ბათუმის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ტურიზმის სექტორში მოღვაწე კომპანიების დაახლოება და სამომავლო თანამშრომლობაა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow